1972 წლის 5 ივნისს სტოკჰოლმში გაიხსნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა გარემოს დაცვის საკითხებს, სწოერედ ამ კონფერენციის შედეგად შეიქმნა გაეორს გარემოსდაცვითი პროგრამა (unep), ხოლო იმავე წლის 15 დეკემბერს გაეროს სახელმწიფოთა შორის მთავრობებს მოუწოდა ყოველი წლის 5 ივნისს მიექციათ საზოგადოების ყურადღება გარემოს დაცვთი პრობლემებისთვის, 1972 წლიდან გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეზე ყურადღება დაეთმო ისეთი მნიშვნელოვანან თემებს როგორიცაა მჟავური წვიმები გაუდაბნოება. წყლის რესურსები, ოკეანეები ქალაქების გამწვანება. დღის წესრგში დადგა გლობალური დათბობის გამო მარადიული ყინულის დნობით გამოწვეული პრობლემები.